სპორტი

10 ივლისს ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს – საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება

10 ივლისს ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება

ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება. სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ჩასულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი „გაყრა“, ასევე „მგზავრების“ და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი.

ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით.

10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.

8 ივლისი

20:00 – ევროპის მოედანი: მიუზიკლი „გაყრა”, ფანკ ბენდი, მგზავრები, Dj გურული

9 ივლისი

11:00 – 20:00 – დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში

11:00 – ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი

17:00 – რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი “არსიანი”, გონიოს ციხე

20:00 – ევროპის მოედანზე: road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე

10 ივლისი

12:00 – 20:00 – ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან

11:00 – 20:00 – დრამების შოუ – ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ

20:00 – 🇬🇪საქართველო – 🇮🇹იტალია – 🏉 რაგბი ბათუმის სტადიონზე

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close