ეკონომიკა

მარცვლეულის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 100%-ით ნაკლებია – “შირაქის” დამფუძნებელი

მარცვლეულის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 100%-ით ნაკლებია - “შირაქის” დამფუძნებელი

“შირაქის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ  სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მარცვლეული კულტურების მოსავლის შემცირება დაასახელა, რისი ერთ-ერთი მიზეზი, მისი თქმით, აგროტექნიკის ნაკლებობაა.

„ზამთარში “შირაქის” ტერიტორიაზე დიდი გვალვა იყო. შემდეგ დიდი ნალექი წამოვიდა, იყო ნაწილობრივ სეტყვაც. ამ ყველაფერს მავნებლების ძალიან დიდი შემოსევა დაერთო – საუბარია თაგვებზე და კალიებზე, რომელიც ასობით ჰექტარს იღებენ. ასევე მოსავალი ძალიან სწრაფად არის ასაღები. მოსახლეობაში კომბაინების სიმცირეცაა. ეს ბუნებრივია, რადგან ყველას ყოველთვის უნდა, რომ მოსავალი სწრაფად ავიღოთ და მავნებლებმა არ გაგვინადგურონ.

შარშან ნორმალური ამინდები იყო. სარწყავი სისტემები შირაქის ველზე და ზოგადად კახეთში დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მარცვლეულ კულტურებს ვერ ვრწყავთ და იმის გამო, რომ ეს ზამთარი ძალიან გვალვიანი იყო, თითქმის 100%-ით ნაკლებია მარცვლეულის მოსავალი. ამასთანავე შარშანდელთან შედარებით ბალახი და ნამჯა ნახევარი მოვიდა და ეს პრობლემა მესაქონლეობაზეც აისახება”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, საწვავის ფასის ზრდა მოსავლის აღების კუთხით დამატებით პრობლემას ქმნის.

„ბოლო 2 წელში დაახლოებით დიზელი 200%-ით არის გაძვირებული. ასევე გაძვირებულია კომბაინის და სხვა აგრო-ტექნიკის მომსახურებაც. გაძვირებულია პესტიციდები, სასუქები და ყველაფერი, რაც მოსავლის მისაღებად არის საჭირო”, – აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიაიძე.

როგორც ის აცხადებს, მოსავლის აღება დროულ აგრო-ვადებაშია საჭირო, მაგრამ საკმარისი ტექნიკა არ არის.

„დამატებით 20 კომბაინი რომ იყოს, კახეთის რეგიონი აგრო-ვადებში ჩაეტეოდა”, – დასძინა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close