საზოგადოება

2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა – გამოვლინდა დასახარვეზებელ ავტომობილებზე დადებითი დასკვნების გაცემის არაერთი შემთხვევა

2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა - გამოვლინდა დასახარვეზებელ ავტომობილებზე დადებითი დასკვნების გაცემის არაერთი შემთხვევა

„2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა,“- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილია დასახარვეზებელ ავტომობილებზე დადებითი დასკვნების გაცემის არაერთი შემთხვევა.

„აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოწოდებული ფოტო/ვიდეომასალის მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, 2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მაგალითად, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გამოვლინდა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევები, რის შედეგადაც დადასტურდა დასახარვეზებელ სატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნების გაცემის არაერთი შემთხვევა.

2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესზე კონტროლი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, შესაფერისი პასუხისმგებლობების ზომების არ არსებობის პირობებში აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ინსპექტირების ცენტრების და ინსპექტორების მიმართ სისტემურ მიდგომას და, მეორე მხრივ, ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციას, რის მიზეზადაც შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ინსპექტირების პროცესის კონტროლს არ ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციის მქონე სახელმწიფო უწყება, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ინსპექტირების პროცესის მიმდინარე მონიტორინგი, როგორც მისი ფუნქციებისგან განსხვავებული საქმიანობა, ვერ უზრუნველყოფს დარღვევების სათანადო პრევენციას;

ინსპექტირების ცენტრების მხრიდან ვიდეოჩაწერის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებასთან და ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ სრულდებოდა, არ იყო განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისი მექანიზმები და ინსპექტირების ცენტრებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, თავი აერიდებინათ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლისთვის;

არ არსებობდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინსპექტირების ცენტრის/ფილიალის ვიდეომონიტორინგს;

არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამომწვევი მიზეზების, მათი მნიშვნელობის დადგენასა და პრევენციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ინსპექტორის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ვერ უზრუნველყოფდეს ინსპექტირების ცენტრის სათანადო მოტივაციას − ინსპექტირება მიმდინარეობდეს დადგენილი წესების სრული დაცვით,“- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close