მსოფლიო

მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეთანხმება საფრთხის ქვეშაა

მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეთანხმება საფრთხის ქვეშაა

ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის მიერ კომპანია Twitter-ის შეძენის შესახებ შეთანხმება დიდი საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ბიზნესმენის დამხმარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი ვერ დაადგენენ, რამდენი ანგარიშია სოციალურ ქსელში ფალსიფიცირებული და რამდენი გამოიყენება სარეკლამო გზავნილების გასავრცელებლად. როგორც გამოცემა წერს, ამასთან დაკავშირებით მასკს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ განსაზღვროს ქსელის პერსპექტივა საქმიანი კუთხით.

წყარო აცხადებს, რომ მასკის მხარემ შეაჩერა ინვესტიციების მოზიდვის პროცესი. საგაზეთო მასალაში წერია, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობით დაიწყება სასამართლო დავა. შეთანხმების მიხედვით, მასკს მოუწევს 1 მლრდ დოლარის გადახდა. თუმცა გამოცემის მტკიცებით, Twitter-ის მფლობელები მოითხოვენ შეთანხმების შესრულებას, რათა საბოლოოდ დაიხუროს საქმე.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში Twitter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის 44 მლრდ დოლარად ყიდულობდა სოციალურ ქსელს. მაისში მასკმა განაცხადა, რომ ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელში არსებული ე.წ. ექაუნთების 5%-ზე ნაკლები არის ფალსიფიცირებული.

ილონ მასკი არის კომპანიების Tesla და SpaceX მფლობელი. Bloomberg-ის შეფასებით, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება დღეისათვის 214 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close