ეკონომიკა

მობილურების იმპორტი და რეექსპორტი რეკორდულად იზრდება – ქვეყნები, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ ტელეფონებს

მობილურების იმპორტი და რეექსპორტი რეკორდულად იზრდება - ქვეყნები, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ ტელეფონებს

ტელეფონების როგორც იმპორტი, ისე რეექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე 12,507 მლნ აშშ დოლარის მობილურები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 3,530 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 5 იანვარ-მაისში კი – 97.7 ათასი აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდაა. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ 102,132 მლნ აშშ დოლარის ტელეფონები შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 80,057 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის იანვარ-მაისში – 57,110 მლნ აშშ დოლარის.

სად ვყიდულობთ და ვყიდით მობილურ ტელეფონებს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მობილური ტელეფონები შეიძინა:

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 34,468 მლნ აშშ დოლარი

ჰონ-კონგი – 17,061 მლნ აშშ დოლარი

ჩეხეთი – 13,033 მლნ აშშ დოლარი

ჩინეთი -10,702 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი – 8,463 მლნ აშშ დოლარი

ვიეტნამი – 5,448 მლნ აშშ დოლარი

ნიდერლანდები – 4,804 მლნ აშშ დოლარი

შვედეთი – 1,710 მლნ აშშ დოლარი

ინდოეთი – 1,364 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი – 1,146 მლნ აშშ დოლარი

ქვეყნები, სადაც 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ტელეფონები რეექსპორტით გავიდა:

აზერბაიჯანი – 9,219 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი – 2,440 მლნ აშშ დოლარი

თურქმენეთი – 435.9 ათასი აშშ დოლარი

უზბეკეთი – 190.7 ათასი აშშ დოლარი

შვეიცარია – 121.4 ათასი აშშ დოლარი

ლიეტუვა – 52.3 ათასი აშშ დოლარი

უკრაინა – 26.4 ათასი აშშ დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18.5 ათასი აშშ დოლარი

რუსეთი – 1 600 აშშ დოლარი

ყაზახეთი – 700 აშშ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close