ეკონომიკა

პომიდორი – 46%-ით, კარტოფილი – 47%-ით, პური – 36%-ით – საკვები პროდუქტები, რომელიც 2022 წლის ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

პომიდორი - 46%-ით, კარტოფილი - 47%-ით, პური - 36%-ით - საკვები პროდუქტები, რომელიც 2022 წლის ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ი შეადგინა – სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 21.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

ქლიავი – 119.7%-ით

ყურძენი – 89%-ით

მწვანე ლობიო – 73.3%-ით

ატამი – 69%-ით

საზამთრო – 59.6%-ით

სიმინდის ფქვილი – 54.1%-ით

კარტოფილი – 47%-ით

პომიდორი – 46.3%-ით

ბადრიჯანი – 42.8%-ით

ხახვი – 39.6%-ით

გაძვირებული პროდუქტების ათეულში არ მოხვდა, თუმცა, 36.2%-ით გაიზარდა პურის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close