დღის ამბები

რატომ არ ხმარობენ ფარდებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში?

რატომ არ ხმარობენ ფარდებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში?

ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჰოლანდია, შვედეთი, გერმანია – მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ფანჯრებზე ფარდებს არ იყენებს. რითი აიხსნება ეს?

ამ თავისებურებას თურმე საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონია.

კარგა ხანია უფარდო ფანჯრები სკანდინავიური სტილის ერთ-ერთ ელემენტად იქცა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფარდებზე უარს ევროპის კიდევ მრავალ ქვეყანაში ამბობენ, და ეს იმიტომ, რომ არსებობს გამჭირვალობის პრინციპი, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მე-15- მე-16 საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც მთავრობას და მოსახლეობას უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ცხოვრობდა თითოეული ოჯახი, ხომ არ ჰქონდა იმაზე მეტი ფული, ვიდრე რეალური შემოსავალი, ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ხომ არ სჩადიოდა. დღესდღეობით ეს კანონი, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობა ფარდებზე უარს ამბობს, ღამის საათებში კი ჟალუზებით სარგებლობენ, განსაკუთრებით დაბალი სართულების მეპატრონეები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close