საზოგადოება

„აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება“

„აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება“

„სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია, რომელიც მესამე ათწლეულია გრძელდება,“ – ასე ეხმაურება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ დაანონსებულ ტარიფების ზრდას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მაგთიმ“ და „სილქნეტმა“ უცებ, ერთად, ერთ დღეს გადაწყვიტეს ტარიფის ზრდა. აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება.

სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია, რომელიც მესამე ათწლეულია გრძელდება და მას ბაზარზე მესამე კომპანიის შემოსვლამაც ვერ უშველა. უნდა დაგვისაბუთოთ მომხმარებლებს, რატომ იზრდება ტარიფები და ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არა, რომ საწვავის ფასი გაიზარდა და მაღალი ინფლაციაა, არამედ მოგების და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.

კომუნიკაციების კომისია | Communications Commission – რეგულატორის არსებობა მონოპოლიების/ოლიგოპოლიების საპასუხოდ გვჭირდება და არა იმისთვის, რომ საშუალოზე გაცილებით მაღალი ხელფასები ვუხადოთ საჯარო მოხელეებს,“- წერს კეპულაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close