მსოფლიო

ბანკები, იახტები და სათვალეები – რა ქონება დარჩა იტალიის მეორე უმდიდრესი ადამიანის მემკვიდრეებს

ბანკები, იახტები და სათვალეები - რა ქონება დარჩა იტალიის მეორე უმდიდრესი ადამიანის მემკვიდრეებს

0

მსოფლიოში სათვალეებისა და ლინზების უმსხვილესი მწარმოებლის, კომპანია Luxottica-ს დამფუძნებელი, ლეონარდო დელ ვეკიო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ კომპანია აწარმოებს Ray Ban-ის სათვალეებს, ასევე ბრენდების – Chanel, Giorgio Armani, Prada, Valentino და Versace სათვალის ჩარჩოებს. ვეკიოს ქონება 25,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის მის ექვს შვილზე უნდა გადანაწილდეს, რომლებიც სამი სხვადასხვა ცოლისგან ჰყავს. 87 წლის მაგნატი მეორე ცოლთან ერთად, ნიკოლეტა ზამპილიოსთან ერთად ცხოვრობდა, შესაბამისად მის ქონებას შვიდი მემკვიდრე ჰყავს.

დელ ვეკიო ქარხნის შეგირდიდან ბიზნესიმპერიის მფლობელად იქცა, ცხოვრობდა მონაკოში და სარგებლობდა თავისი უზარმაზარი სიმდიდრით, მათ შორის Sunglass Hut, Ray Ban და Oakley, ლუქსემბურგული კომპანია Delfin-ის მეშვეობით. 2014 წელს ფირმის ჰოლდინგის სტრუქტურის რეორგანიზაციის შემდეგ, მან მიიღო 25% აქცია, დარჩენილი 75% კი თავის ექვს შვილზე გაყო:

კლაუდიო (65 წლის), მარისა (63 წლის) და პაოლა (61 წლის) პირველი ქორწინებიდან. ლეონარდო მარია (27 წლის) მეორე ცოლისგან, რომელსაც 2000 წელს გაშორდა და შემდეგ მეორედ იქორწინა, ხოლო ლუკა (21 წლის) და კლემენტა (18 წლის) მას საბინა გროსისთან ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა.

დელ ვეკიოს სხვა ღირებული აქტივები: იტალიური სადაზღვევო კომპანია Generali-ის აქციების თითქმის 10%, 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების, იტალიური ბანკის Mediobanca-ს 20%-ზე ნაკლები, ფრანგული საინვესტიციო კომპანიის Covivio-ს 27% და იტალიური ბანკის Unicredit-ის დაახლოებით 2%.

მილიარდერი ასევე ფლობდა 26 მილიონი დოლარის 203 ფუტიანი Moneikos იახტას და დაახლოებით 80 მილიონი დოლარის სხვა აქტივებს, მათ შორის უძრავ ქონებას მონაკოში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, Gulfstream G650 თვითმფრინავს, ნავსაყუდელს ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში და 13%-იან წილს ლუქსემბურგის ეროვნულ ავიაკომპანია Luxair-ში.

დელ ვეკიოს ყველაზე ცნობილი შვილი – უფროსი კლაუდიოა. 1982 წელს ბიზნესმენმა შეერთებულ შტატებში გაგზავნა 25 წლის კლაუდიო, რომელმაც არ იცოდა ინგლისური. 15 წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა Luxottica-ს ამერიკულ ნაწილს. ამ დროის განმავლობაში კლაუდიო დაეხმარა საჯარო შეთავაზების მოწყობას, შეიძინა LensCrafters 1995 წელს 1,4 მილიარდ დოლარად და ჩრდილოეთ ამერიკის გაყიდვები 26-ჯერ, 2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

თუმცა, 1998 წელს, დელ ვეკიოს უფროსმა ვაჟმა თავისი Luxottica-ს აქციების ნაწილი ამერიკულ ტანსაცმლის ქსელში Casual Corner-ში გაცვალა. ათწლიანი ზარალის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა: Casual Corner-მა 808 მილიონი დოლარის შემოსავალზე 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ”იოლი არ იყო იმის დამტკიცება, რომ მას შეეძლო საკუთარი ბიზნესის წარმოება”, – თქვა მაშინ უფროსმა დელ ვეკიომ.

ლეონარდოს მეორე ვაჟი, ლეონარდო მარია, ასევე ჩართულია ოჯახურ ბიზნესში, როგორც Luxottica-ს იტალიური საცალო განყოფილების ხელმძღვანელი. პაოლა, მარისა, კლემენტე და ლუკა კი არასოდეს ყოფილან დელ ვეკიოს არცერთ ცნობილ წვეულებაზე.

სავარაუდოდ, დელ ვეკიოს ქონება მის მემკვიდრეებს გადასახადის გარეშე გადაეცემა. ლუქსემბურგში, სადაც კომპანია Delfin არის დაფუძნებული, არ არსებობს მემკვიდრეობის გადასახადი, თუ გარდაცვლილი არ იყო ქვეყნის რეზიდენტი, ხოლო მონაკოში, სადაც ის სიკვდილამდე ცხოვრობდა, არ არსებობს მემკვიდრეობის გადასახადი მეუღლეებზე ან პირდაპირ შთამომავლებზე გადაცემულ აქტივებზე.

ამჟამად, დელ ვეკიოს ექვსი შვილიდან ხუთი ცხოვრობს იტალიაში, ხოლო უფროსი, კლაუდიო – ლონგ-აილენდზე. 2021 წელს მისი ქონება 12,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ამჟამად კი დელ ვეკიოს საცხოვრებელის ღირებულება 11 მილიონ დოლარამდე დაეცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close