მსოფლიო

CNN – პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა სამუდამოდ შეცვალა

CNN - პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა სამუდამოდ შეცვალა

„ჯერ კვლავ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა აშშ-ს ეკონომიკა ოდესმე პანდემიამდელ სტატუსს“, – განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს, პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარის ბალანსს ფლობენ, განიხილეს, როგორ შეცვალეს „ახალმა ძალებმა“ ინფლაციური დინამიკა და გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი – შესაძლოა, სამუდამოდაც კი.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით კოვიდამდე არსებულ დაბალი ინფლაციის პერიოდს”, – თქვა ლაგარდმა და აღნიშნა, რომ ზოგად ეკონომიკურ სურათს ასევე აუცილებლად შეცვლის რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში.

პაუელის თქმით, რუსეთის ომმა სურსათისა და ინფლაციურ ზეწოლას საკმაოდ ცუდი ფონი დაუმატა, თუმცა Fed-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფესვგადგმული ან მუდმივი ინფლაცია უარეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ერთჯერადი ეკონომიკური ვარდნა.

“არსებობს თუ არა რისკი, რომ ჩვენ ძალიან შორს წავალთ განაკვეთების აწევით? რა თქმა უნდა, არსებობს – განაცხადა პაუელმა, – მაგრამ მე არ დავეთანხმები, რომ ეს არის ყველაზე დიდი რისკი ეკონომიკისთვის. ყველაზე დიდი შეცდომა ფასების სტაბილურობის აღდგენის პროცესის შეჩერება იქნება”, – განაცხადა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close