მსოფლიო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ფონზე ევროკომისიამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადება დაიწყო.

ევროკომისიის ინფორმაციით, ესპანეთმა ვაქცინის 5300 დოზა მიიღო, სულ კი ევროკავშირმა დაახლოებით 110 ათასი ვაქცინა შეიძინა.

„ეს ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპია, დანარჩენ დოზებს ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებენ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close