საზოგადოება

როდიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ნაკეთობებზე

როდიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ნაკეთობებზე

სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილ პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების მიმართ ახალი ვალდებულება ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის 8 ივნისის დადგენილებიდან ირკვევა.

კერძოდ, დადგენილებით მთავრობამ უკვე დაამტკიცა – ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ. რეგლამენტი განსაზღვრავს სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობას, და მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება იმ პლასტმასის მასალებისა/ნაკეთობებისთვის, რომლებიც სურსათთან შეხებაშია.

დადგენილების თანახმად, ეს რეგლამენტი 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

„სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები (საგნები), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში,“- ვკითხულობთ დადგენილებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close