ეკონომიკა

საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2022 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 217 703 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 405 742 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 866 342 ადამიანს აქვს, ჯამში 34 172 207 751 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,9% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 31 264 797 204 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 585 047 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 671 609 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 483 621 507 ლარს შეადგენს. კიდევ 18 419 ადამიანს კი, ჯამში, 423 789 040 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close