საზოგადოება

8 ყველაზე ძვირად ღირებული სახლის მცენარე, რომელსაც ყველა ვერ შესწვდება – რა ღირს “ვარსკვლავური“ გამწვანება

8 ყველაზე ძვირად ღირებული სახლის მცენარე, რომელსაც ყველა ვერ შესწვდება - რა ღირს “ვარსკვლავური“ გამწვანება

ლამაზი ქოთნის მცენარეები სახლს განსაკუთრებით უხდება. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერისაა. ბევრ სახლის მცენარეს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, მაგალითად, ზოგიერთ მათგანს შეუძლია იცოცხლოს 100 წელზე მეტ ხანს, ხოლო ვუდუ ლილის მცენარე შეიძლება გაიზარდოს ბოლქვიდან.

ბოლო წლებში ინტერესი მცენარეების მიმართ გაიზარდა. ვარსკვლავები კი ამ მხრივაც ცდილობენ გამორჩეულები იყვნენ და სახლისთვის იშვიათ მცენარეებს ეძებენ.

წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულებს:

ფილოდენდრონი პატრიცია

თავისი უნიკალური თვისებებითა ეს მცენარე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. კოლუმბიის ტროპიკული ტყეებიდან წარმოშობილ ამ მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ოთხი ფუტის სიგრძემდე.

“პატრიციას“ ფასი 500-დან 2000 დოლარამდე მერყეობს.

ფილოდენდრონი სპირიტუს-სანქტი

გულის ფორმის ფოთლების მქონე ფილოდენდრონები უამრავი ჯიშის არსებობს. ამ იშვიათი, გრძელფოთლოვანი ბრაზილიური მცენარის ერთი სახეობა, eBay-ზე 9 600 დოლარად გაიყიდა.

ფილოდენდრონი ლუქსურიელები “შოკო“

მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის შოკოლადისფერი, მცენარე თავის სახელს იღებს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილიდან, საიდანაც იგი წარმოიშვა. ამ ფილოდენდრონს პრიალა, გულის ფორმის მწვანე ფოთლები მას ვალენტინობის დღის საჩუქარად აქცევს. თუმცა, ამ სახეობის პაწაწინა მცენარეც კი მყიდველს ასობით დოლარი ღირს.

ფილოდენდრო ბილიეტია ვარიეგატა

ამ ჯიშის ფილოდენდრონს აქვს უნიკალური ყვითელი-თეთრი ფოთლები, რაც მას ძალიან ძვირფას მცენარედ აქცევს. მისი ფასი დაახლოებით 10 000 დოლარია.

მონსტერა “Deliciosa Albo Variegata“

ტრადიციონალისტებს, ეს მონსტერა ძალიან იზიდავს. Borsigiana-ს დიდი ნიმუშები, შეიძლება 8 000 დოლარამდე ღირდეს.

მცენარეს შეუძლია 18-დიუმიანი სიგანის ფოთლების გაზრდა, თუმცა მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

მონსტერა Obliqua “პერუ”

აღნიშნული მონსტერას ჯიშის ფოთლები ნამდვილად გამორჩეულია. ერთი შეხედვით შესაძლოა, იფიქროთ, რომ მას მავნებლები ჭამენ, თუმცა სწორედ ამ გარეგნული მახასიათებლის გამო მცენარე 7 000 დოლარამდე ფასობს.

ფილოდენდრონი “ჯოეპი“

ფილოდენდრონის ფოთლებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, გულის ფორმისაა, ამ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სახეობის მცენარის ფოთლებს აქვს ყურები წინა მხარეს, თხელი კისერი და ფართო პირი.

მისი ერთი ღერო შესაძლოა, 2 000 დოლარზე მეტი ღირდეს, რადგან მცენარე უკიდურესად იშვიათია.

მონსტერა “Adansonii Variegata“

გავრცელებული ინფორმაციით,  მონსტერას ეს ჯიში eBay-ზე თითქმის 38 000 დოლარად იყიდება. მისი იშვიათობის გამო, Adansonii Variegata, შეიძლება ასობით ან თუნდაც ათასობით დოლარი დაჯდეს.

მე-18 საუკუნის ღარიბი ფრანგი ბოტანიკოსი მიშელ ადანსონი, რომლის სახელიც მცენარეს ეწოდა, ნამდვილად გაოცებული დარჩებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close