ეკონომიკა

იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი 3.7%-ით შემცირდა – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი 3.7%-ით შემცირდა - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში ქვეყნიდან 79.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა. კლება წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.7%-ია.

ამ პერიოდში ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა და ჯამში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 198 ტონა ღვინო გავიდა. ზრდა 20.5%-ია. დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით კი ღვინის ექსპორტი 10.9%-ით შემცირდა და ექსპორტის ღირებულებამ 55.1 მლნ დოლარი, მოცულობამ კი 20 096 ტონა შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად უკრაინა კვლავ უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს შორისაა, თუმცა ღვინის რეალიზაცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ღვინის ექსპორტი უკრაინაში მხოლოდ მარტში არ განხორციელებულა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი – 46.1 მლნ დოლარი, 17 070 ტონა;
2. ჩინეთი – 5.8 მლნ დოლარი, 1 721 ტონა;
3. პოლონეთი – 5.7 მლნ დოლარი, 2 254 ტონა;
4. ყაზახეთი – 3.4 მლნ დოლარი, 1 089 ტონა
5. უკრაინა – 2.9 მლნ დოლარი, 1 154 ტონა;
6. აშშ – 1.9 მლნ დოლარი, 298 ტონა;
7. ლატვია – 1.8 მლნ დოლარი, 597 ტონა;
8. ბელარუსი – 1.7 მლნ დოლარი, 537 ტონა;
9. გერმანია – 1.5 მლნ დოლარი, 343 ტონა;
10. ლიეტუვა – 937 ათასი დოლარი, 317 ტონა.

გარდა ამისა, ღვინის ექსპორტი ესტონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იაპონიაში, მონღოლეთში, კანადაში, ისრაელში, შვედეთში, თურქმენეთი, ნორვეგიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, თურქეთში, ყირგიზეთში და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებში განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close