სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლიდან გამომდინარეც, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

„არაკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად არის ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close