დღის ამბები

სახლი, რომელმაც შესაძლოა კოლორადოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლის სტატუსი მოიპოვოს

სახლი, რომელმაც შესაძლოა კოლორადოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლის სტატუსი მოიპოვოს

იმ შემთხვევაში თუ კოლორადოში მდებარე ეს სახლი 19 875 მილიონ დოლარად გაიყიდება, შესაძლოა ის ადგილობრივი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებაც გახდეს.

სახლს აგენტი კრისტოფერ ფორმენი და მისი ყოფილი მეუღლე ლორა მაკკეინ-ფორმენი ყიდიან. როგორც მისტერ ფორმანმა განაცხადა, 2010 წელს აღნიშნული სახლის მიწის ნაკვეთში 1.9 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 2012 წელს კი მშენებლობა დაასრულეს. მან უარი თქვა სახლის აშენების ღირებულების გამხელაზე.

სახლში აუზი, სამი კირქვის ბუხარი, ღია მისაღები ოთახი და ორი სამზარეულო, კინოს ოთახი, ღვინის მარანი, იოგას სტუდია, საუნა, მზის ოთახი და ორი დიდი ოთახია 11 ფუტის სიმაღლის ჭერით.

აქამდე ადგილობრივ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად 2017 წელს გაყიდული უძრავი ქონება იყო, რომლის ფასმაც მაშინ 13 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close