მსოფლიო

Forbes – სამ თვეში 11-მა კრიპტო მილიარდერმა 61.4 მილიარდი დაკარგა

Forbes - სამ თვეში 11-მა კრიპტო მილიარდერმა 61.4 მილიარდი დაკარგა

კრიპტოვალუტის ბაზრის ჩამოშლის სამი თვის განმავლობაში, 11-მა უმდიდრესმა მილიარდერმა, რომლებმაც ქონება სწორედ ციფრულ ვალუტაში დააგროვეს, 61.4 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ოთხი მათგანი კი სტატუსსაც გამოემშვიდობა.

2022 წლის ივნისში, მსოფლიოს უმდიდრესი კრიპტო მილიარდერების რეიტინგში რიგს სათავეში ჩაუდგა FTX კრიპტო ბირჟის თანადამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი, რომლის ქონება მარტიდან 4 მილიარდი დოლარით შემცირდა. მან გაუსწრო Binance ბირჟის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს, რომელმაც 46,3 მილიარდი დაკარგა, ახლა მისი ქონება 18,7 მილიარდად არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეებმა კრიპტობაზრის კოლაფსის დროს უზარმაზარი თანხები დაკარგეს, ზოგიერთ მათგანს მაინც სჯერა კრიპტოვალუტის მომავლის. შვიდი კრიპტო მილიარდერიდან უკანასკნელი, ტიმ დრეპერი კვლავ ამტკიცებს, რომ ბიტკოინი 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში 250 000 დოლარს მიაღწევს. 2022 წლის იანვარში ბიტკოინი ღირდა დაახლოებით 41 ათასი დოლარი, ახლა კი – 20 ათას დოლარამდე.

კრიპტო ბაზრის ჩამოშლის შედეგად ცნობილი მილიარდერებიც დაზარალდნენ: წლის დასაწყისიდან Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა 2022 წლის დასაწყისიდან 115 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ისინი პირველ, მეორე და მეოთხე ადგილზე არიან, შესაბამისად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close