საზოგადოება

ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 43.5%-მდე შემცირდა – მთავრობა

ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 43.5%-მდე შემცირდა - მთავრობა

2012 წელთან შედარებით 2021 წელს ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები 73.4%-დან 43.5%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

“დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები კი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა (2012 წელი − 450 მლნ ლარი, 2022 წელი – 2 მლრდ 541 მლნ ლარი). ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა.

მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მუშაობა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდისათვის გრძელდება. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG), რომლის დანერგვის პილოტური პროექტი უკვე დაიწყო შერჩეულ კლინიკებში, წლის ბოლომდე კი სისტემა მზად იქნება სრულად ასამოქმედებლად

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close