ეკონომიკა

საქართველოში სანავთობო ბიტუმისა და LPG-ის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში სანავთობო ბიტუმისა და LPG-ის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 10.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით.

ამასთან, 2022 წლის მაისის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 99,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ერაყი – 0,1 ათასი ტონა (0,9%).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,7 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით ანუ 42,4%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,9 ათასი ტონით ანუ 23,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (3,8 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close