დღის ამბები

რას ვყიდით ევროკავშირის ქვეყნებში

რას ვყიდით ევროკავშირის ქვეყნებში

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ევროზონაში 351,955 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 252,302 მლნ აშშ დოლარის.

ტოპ-10 პროდუქტი, რომელის 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა:

მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 164,978 მლნ აშშ დოლარი

თხილი და სხვა კაკალი – 26,165 მლნ აშშ დოლარი

ფეროშენადნობები – 18,059 მლნ აშშ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები – 16,827 მლნ აშშ დოლარი

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 14,456 მლნ აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 12,896 მლნ აშშ დოლარი

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 9,579 მლნ აშშ დოლარი

მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – 8,332 მლნ აშშ დოლარი

ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების – 6,160 მლნ აშშ დოლარი

ნარჩენები და ჯართი სპილენძის – 5,482 მლნ აშშ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close