სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას თავს არიდებდა.

ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიას ჯამში 232 507 ლარი დაერიცხა, საიდანაც ძირითადი გადასახადი 155 422 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close