ეკონომიკა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა – top-10 ქვეყანა, სადაც პროდუქტი გავიდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა - top-10 ქვეყანა, სადაც პროდუქტი გავიდა

2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია. 2021 წელს, საქართველომ ექსპორტზე 82,8 მლნ დოლარის 27,416 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.

გთავაზობთ  იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი ხორციელდება.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში ღვინო გავიდა:

რუსეთი – 17 070 ტონა (46.1 მლნ აშშ დოლარი)

პოლონეთი – 2 254 ტონა (5.7 მლნ აშშ დოლარი)

ჩინეთი – 1 721 ტონა ( 5.8 მლნ აშშ დოლარი)

უკრაინა – 1 154 ტონა ( 2.9 მლნ აშშ დოლარი)

ყაზახეთი – 1 089 ტონა ( 3.4 მლნ აშშ დოლარი)

ლატვია – 597 ტონა (1.8 მლნ აშშ დოლარი)

ბელორუსი – 537 ტონა (1.6 მლნ აშშ დოლარი)

გერმანია – 343 ტონა ( 1.5 მლნ აშშ დოლარი)

ლიეტუვა – 317 ტონა ( 937 ათასი აშშ დოლარი)

აშშ – 298 ტონა ( 1.9 მლნ აშშ დოლარი)

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close