ეკონომიკა

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 15.3%-ით შემცირდა

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 15.3%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close