განტვირთვა

რა სარგებლობა მოაქვს გარუჯვას

რა სარგებლობა მოაქვს გარუჯვას

0

ყველამ კარგად იცის, რომ ულტრაიისფერი სხივები სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მეტიც, აუცილებელია, რადგანაც მათი ზემოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი.

ცნობილია ისიც, რომ ზოგიერი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივება ეხმარება ორგანიზმს ინფექციური და ალერგიული რეაქციების დაჯაბნაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის კვებასა და სისხლმომარაგებას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, კეთილისმყოფელად მოქმედებს მადასა და ძილზე.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ულტრაიისფერი დასხივების სიჭარბე თრგუნავს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ენდოკრინული სისტემის ფუნქციას. გადაჭარბებული დასხივება უარყოფითად აისახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც, ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნევროტული რეაქციები, მოდუნებულობა.

ადამიანებს ულტრაიისფერი სხივებისადმი განსხვავებული მგრძნობელობა აქვთ. იგი დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, სიჯანსაღეზე (რამდენად არის ორგანიზმი გავარჯიშებული, ნაწრთობი), კანის ტენიანობაზე, მიღებულ მედიკამენტებსა და სხვა მრავალ ფაქტორზე. მაგალითად, სპორტსმენები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი სხივებისადმი.

დიდი მნიშვნელობა აქვს წელიწადის დროსაც. ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობელობა განსაკუთრებით მომატებულია აპრილსა და მაისში, ე.წ. ზამთრის “მზის შიმშილის” შემდეგ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close