სპორტი

“ბორჯღალოსნები” – ხუთი დებიუტანტით არგენტინასთან, იტალიასთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის

"ბორჯღალოსნები" - ხუთი დებიუტანტით არგენტინასთან, იტალიასთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის

პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას “ბორჯღალოსნები” სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე.

3 ივლისს საქართველო „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს (18:00).

ტრავმების გამო მომავალ თამაშებში “ბორჯღალოსნებს” ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:

„სამწუხაროდ, ტრავმების გამო

დაგვაკლდებიან მესამეხაზელები – გიორგი ცუცქირიძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი. ოთხივე მათგანი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს, თუმცა სამწუხარო რეალობას ვერ გავექცევით. პირადი პრობლემების გამო ვერ ჩამოდის გიორგი მელიქიძე“.

ასეთ სიტუაციაში მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში ხუთ დებიუტანტს უხმეს. ხუთივე მათგანი ნაკრების შეკრებაზე აქამდეც ყოფილა, თუმცა ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართით თამაში ჯერ არ მოუწიათ. ესენი არიან: გურამ პაპიძე (ბურჯი), ნიკა აბულაძე (ბურჯი), მიხეილ ბაბუნაშვილი (მეორე ხაზი), ლადო ჩაჩანიძე (მეორე ხაზი) და ლუკა მატკავა (მგეზავი).

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close