სპორტი

ოქრიაშვილმა “აპოელიდან” წამოსვლით სოლიდური კომპენსაცია მიიღო – ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მან ჯამში 1 წელში ნიქოზიურ კლუბში

ოქრიაშვილმა "აპოელიდან" წამოსვლით სოლიდური კომპენსაცია მიიღო - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მან ჯამში 1 წელში ნიქოზიურ კლუბში

0

goal.philenews.com-ი იმ ურთიერთშეთანხმებაზე წერს, რომლის მიხედვითაც თორნიკე ოქრიაშვილმა და “აპოელმა” კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნიქოზიურმა გუნდმა ჩვენებურს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 70 000 ევროც გადაუხადა.

ამას გარდა, გასულ სეზონში ქართველის ანაზღაურებამ 350 000 ევრო შეადგინა, რის შედეგადაც გამოდის, რომ “აპოელში” გატარებული 1 სეზონის შემდეგ თორნიკემ 420 000 ევრო მიიღო. მას კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა ის უკვე შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ “აპოელის” ღირსებას ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close