ეკონომიკა

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება – პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება - პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 730.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ეს მაშინ, როდესაც 2021 წელის 5 თვეში ყატარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 592.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 149 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-მაისში 430.7 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება ყატარიდან იმპორტს, მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ყატარიდან 726.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის 5 თვეში 881.9 ათასი აშშ დოლარის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,099 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წელის იანვარ-მაისში – 1,257 მლნ აშშ დოლარის.

რას ვყიდით და ვყიდულობთ ყატარში:

2022 წლის იანვარ-მაისში ყატარიდან იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

პოლიმერები ეთილენის, პირველადი ფორმებით – 687.4 ათასი აშშ დოლარი

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული – 19.9 ათასი აშშ დოლარი

ავეჯი სხვა და მისი ნაწილები – 7.1 ათასი აშშ დოლარი

ჭურჭელი სასადილო, სამზარეულო და სხვა სამეურნეო და ტუალეტის ნაწარმი ფაიფურისგან 1.8 ათასი აშშ დოლარი

ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასის 1.5 ათასი აშშ დოლარი

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 394.4 ათასი აშშ დოლარი

ცხვრები და თხები ცოცხალი – 100 ათასი აშშ დოლარი

ელექტრული წყალგამახურებლები – 64.8 ათასი აშშ დოლარი

ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 53.3 ათასი აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 52.7 ათასი აშშ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close