საზოგადოება

რა საშიშროების შემცველია მენთოლიანი სიგარეტები

რა საშიშროების შემცველია მენთოლიანი სიგარეტები

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მენთოლიანი სიგარეტები საშიშია იმით, რომ ახალგაზრდებში შეიძლება გააძლიეროს ნიკოტინზე დამოკიდებულება და  ხელი შეუწყოს სიგარეტის უფრო ხშირ მოწევას.

კლვევაში მონაწილეობდა 12-17 წლის 1092 მწეველი, რომლებიც გამოკითხვის მომენტისათვის სიგარეტს ეწეოდნენ უკანასკანლი 30 დღის განმავლობაში. ამასთან მწეველების 28,7%-ის ასაკი იყო 12-14 წელი. სპეციალისტებმა გაანალიზეს მენთოლიანი სიგარეტების მოხმარების კავშირი მოწევის დღეების რაოდენობასთან, ხშირი მოწევის რისკთან და ნიკოტინური დამოკიდებულების სიმპტომებთან.

მწეველებში მენთოლიანი სიგარეტების მოხმარება უკავშირდებოდა უფრო ხშირ მოწევას და ნიკოტინური დამოკიდებულების სიმპტომების გაძლიერებას. მენთოლიანი სიგარეტებიდან ჩვეულებრივ, არაარომატიზირებულ სიგატრეტებზე გადასვლისას, მოწევის სიხშირე მცირდებოდა.

კვლევის ავტორების თქმით, მენთოლის სიგრილის სასიამოვნო შეგრძნება ნიღბავს თამბაქოს სიმძაფრეს, რაც სიგარეტს უფრო მიმზიდველს ხდის ახალგაზრდებში. ამას გარდა, ამ შეგრძნების გამო, მწეველები უფრო ღრმად სუნთქავენ კვამლს და მეტ ხანს აჩერებენ მას, რაც იწვევს მეტი ნიკოტინის შთანთქმას ერთ ნაფაზზე. ზოგერთი კვლევით ვარაუდობენ, რომ სიგარეტში მენთოლის დამატების აკრძალვით, შესაძლებელია 633 000 ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close