ეკონომიკა

რომელი ქვეყნების ვიზიტორები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტ თანხას – რეიტინგი

რომელი ქვეყნების ვიზიტორები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტ თანხას - რეიტინგი

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ყველაზე დიდი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ტურისტულ შემოსავალს ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.

მთლიანობაში 2022 წელს საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) რუსეთი – $150.4 მილიონი დოლარი, 156,910 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $959
2) ბელარუსი – $94.6 მილიონი დოლარი; 29,671 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $3,188
3) ევროკავშირი – $90.3 მილიონი დოლარი; 72,181 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,251
4) უკრაინა – $82.2 მილიონი დოლარი; 55,630 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,478
5) თურქეთი – $80.8 მილიონი დოლარი; 199,945 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $404
6) ისრაელი – $79.1 მილიონი დოლარი; 64,022 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,236
7) აზერბაიჯანი – $30.6 მილიონი დოლარი; 53,331 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $574
8) სომხეთი – $30.0 მილიონი დოლარი; 133,796 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $224
9) საუდის არაბეთი – $24.6 მილიონი დოლარი; 19,391 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,269
10) ირანი – $22.7 მილიონი დოლარი; 27,775 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $817

დანარჩენი ქვეყნები – $155.7 მილიონი დოლარი.

ჯამურად, 2022 წელს ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის – 2019 წლის მაჩვენებლების –  75%-ზე აღდგა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close