საზოგადოება

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს – რა წერია კანონპროექტში

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს - რა წერია კანონპროექტში

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების ჯარიმის არგადადხდის შემთხვევაში საფასურის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს – პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ – 150, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი, ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება. როგორც შიოლაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილება შემოდგომაზე იგეგმება.

„საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იყო შეხვედრა, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ეხება ჯარიმებს ტექსინპექტირების გაუვლელობაზე. პირველ ჯერზე 50 ლარი დარჩება, თუმცა ერთი თვის გავლის შემდგომ ეს თანხა ხდება 150 ლარი, კიდევ ერთი თვის შემდეგ 300 ლარი და შემდეგომ უკვე სამმაგდება. ანუ მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს. ეს საკნონმდებლო ჩანაწერი იქნება შეტანილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საშემოდგომო სესიაზე იქნება გატანილი ეს ცვლილება და ვფიქრობ, დადებითად აისახება მიმართვიანობაზე.

შიოლაშვილის თქმით, ასევე იგეგმება ტექინსპექტირების გადასახადის გადახედვა და განმეორებით ინსპექტირებაზე გადასახადის დაწესებაც.

„ტექინსპექტირების გადასახადი 60 ლარია და ამ გაძვირებული ფასების პირობებში და იმ პირობებში, რომ ცენტრებს აქვთ გარკვეული სასესხო ვალდებულებები, შეუძლებელი იქნება, ინსპექტირების ცენტრებმა იფიქრონ განვითარებაზე, თუ ეს გადასახადი არ გადაიხედა.

განმეორებითი ინსპექტირებისთვის გადასახადის დაწესებაც განიხილება, აქამდე უფასო იყო, რეფორმის საწყის ეტაპზე გარკვეული შეღავათები იქნა დაწესებული მოსახლეობისთვის, რათა ფინანსურ ტვირთად არ დაწოლოდათ. თუმცა ახლა სხვა ეტაპზე გადავდივართ, ევროკავშირთანაც გარკვეული ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი და საუკეთესო პრაქტიკები უნდა დავნერგოთ ქვეყანაში. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არაა განმეორებითი ინსპექტირება უფასო და გარკვეული გადასახადი ჩვენთანაც დაწესდება“, – თქვა გიორგი შიოლაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close