დღის ამბები

თბილისში საცხოვრებელი ბინებზე ქირის ღირებულება გაორმაგებულია – TBC Capital

თბილისში საცხოვრებელი ბინებზე ქირის ღირებულება გაორმაგებულია - TBC Capital

“თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა, წინა თვეებთან შედარებით, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.

ბაზარის დინამიკა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მკვლევარების პროგნოზებს შეესაბამებოდა, თუ არ ჩავთვლით ქირას, რომლის ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო. რაც შეეხება ტრანზაქციებს, კვლევაში წერია, რომ ის იგივე დონეზე დარჩა, რაც 2022 წლის აპრილში ფიქსირდებოდა.

კვლევაში ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული შედეგების გამომწვევ მიზეზებზეა საუბარია.

ერთ-ერთი მიგრაციის გავლენაა, რადგან ქირაზე მოთხოვნა რეკორდულად მაღალ დონეზე დარჩა. მაგალითად, 2022 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქირა გაორმაგდა და +101.4% შეადგინა. ქირავნობის სარგებელმა კი – 11.4% -ია, რაც 4.6%-ით აღემატება 2021 წლის მაისს პერიოდს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close