საზოგადოება

ქუჩის მტვერი მეგაპოლისების მაცხოვრებლებში ზრდის კიბოს განვითარების რისკს

ქუჩის მტვერი მეგაპოლისების მაცხოვრებლებში ზრდის კიბოს განვითარების რისკს

ქუჩის მტვერში შედის მრავალი სხვადასხვა ელემენტი: ნიადაგის ნაწილაკები, წვრილი ნაგავი, ავტომობილის საბურავების რეზინის ნაჭრები.

მასში ილექება უფრი საშიში ნივთიერებები, კერძოდ: მძიმე ლითონები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.

სუნთქვისა და კანთან კონტაქტისას, მტვერი ადვილად აღწევს ადამიანის ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

მეცნიერებმა გაანალიზეს ქუჩის მტვერში კანცეროგენული ნივთიერება ბენზაპირენის (ერთერთი ყველაზე საშიში პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადი) შემცველობა, რომელიც ატმოსფეროში ხვდება ავტომობილის საწვავის წვისა და სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვიდან.

მკლვევარებმა შეაგროვეს მტვრის 160 ნიმუში ქალქების სხვადასხვა სატრანსპორტო დატვირთვის რაიონებიდან და გზების ზედაპირებიდან. ამას გარდა, დამატებით აიღეს 33 ნიმუში იმ ეზოებიდან, სადაც არის მოწყობილი ავტომობილების საპარკინგე ადგილები. ამის შემდეგ მათ ქიმიურად გამოყვეს ბენზაპირენი და განსაზღვრეს მისი რაოდენობა. აღმოჩნდა რომ დიდი ქალაქების ჰაერში ბენზაპირენის დონე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქალაქგარეთ ბუნებრივ ნიადაგში ამ ნივთიერების შემცველობას.

ამასთან განსაკუთრებით დაბინძურებული იყო საპარკინგედ გამოყენებული ეზოების ტერიტორია. ამას გარდა ბენზაპირენის მაღალი შემცველობა დამახასიათებელი აღმოჩდნა მსხვილი გზებისთვის ინტენსიური მოძრაობით.

ქუჩების სიგრძე და სიგანე, ასევე შენობების საშუალო სიმაღლე ასევე მოქმედებს ქუჩის მტვერში კანცეროგენების რაოდენობაზე.

20 მ-ზე მაღალი სიმაღლის შენობები აუარესებენ ქუჩების განიავებას, რაც ბენზაპირენის აკუმულაციას 1,6-ჯერ ზრდის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close