დღის ამბები

დამწვარი დაფნის სუნი კოღოებს, ტარაკნებსა და სხვა აბეზარ მწერებს აფრთხობს

დამწვარი დაფნის სუნი კოღოებს, ტარაკნებსა და სხვა აბეზარ მწერებს აფრთხობს

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგ სახლში გამუდმებით ყავის სუნი დგას, ზოგში – შინაური ცხოველის, სუნამოსი ან გემრიელი საჭმლის.

ზოგან სიგარეტის ან ნესტის სუნი იგრძნობა და ა.შ. ბუნებრივია, ყველა არომატი სასიამოვნო ვერ იქნება, არადა სიმყუდროვისა და კომფორტისთვის სახლის სუნს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სახლში სასიამოვნო კლიმატის შესაქმნელად ყველაზე სწრაფი მეთოდი ჰაერის გამწმენდია, თუმცა ქიმიური საშუალებები სუნს მალე კარგავს.

ქიმიის ნაცვლად შეგიძლიათ, კარგად გამოცდილი საშუალება გამოიყენოთ, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ბერძნებთან იყო გავრცელებული – დაფნის ფოთლების წყალობით, მათ სახლში ყოველთვის მსუბუქი ჰაერი და სასიამოვნო სუნი იყო.

ასეთი შედეგის მისაღწევად საკმარისია, სახლში რამდენიმე ხმელი დაფნის ფოთოლი დაწვათ.

მცენარე, რომელსაც კულინარიაში სანელებლად გამოიყენებენ, ცინეოლისა და სპეციფიკური ეთერზეთების დიდ რაოდენობას შეიცავს.

გარდა იმისა, რომ ჰაერს წმენდს და სასიამოვნო სუნს აყენებს, დაფნას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

უპირველესად, დამწვარი დაფნის სუნი კოღოებს, ტარაკნებსა და სხვა აბეზარ მწერებს აფრთხობს და რაც მთავარია, ამ სუნს შეუძლია სასუნთქი გზების გასუფთავება, რაც ზამთრის ცივ პერიოდში ძალიან აქტუალურია!

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close