დღის ამბები

ვის ეკუთვნის ყველაზე მსხვილი TOP-10 ექსპორტიორი კომპანია

ვის ეკუთვნის ყველაზე მსხვილი TOP-10 ექსპორტიორი კომპანია

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული 1,171 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტიდან, თითქმის 42% (490,170 მლნ აშშ დოლარი) მსხვილ კომპანიებზე მოდის.

ვის ეკუთვნის ყველაზე მსხვილი, ტოპ-10 ექსპორტიორი კომპანია. „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩამონათვალი ასეთია:

“აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი”

სს RMG Copper

სს რუსთავის აზოტი

შპს RMG Gold

შპს აჭარა ტექსტილე

შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია

შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია

შპს ჯეი თი აი კავკასუს

შპს ჯორჯიან მანგანეზი

“აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი” – სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება – „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.

მეორე მსხვილი აქციონერი კომპანია, ეს არის „Black Waters Limited“, რომელსაც გააჩნია ქციების 38.48%. მცირე წილი, კერძოდ, 3.79% კი, ეკუთვნის „ბორჯომის“ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს.

შპს RMG Gold – 2010 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 96,21% ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს “მაინინგ ინვესთმენთს”, 3.79% სააქციო საზოგადოება RMG Copper-ს. თავის მხრივ, “მაინინგ ინვესთმენთი” ეკუთვნის კვიპროსში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“. აღმასრულებელი დირექტორია თორნიკე ლიპარტია.

შპს “აჭარა ტექსტილე” – 2010 წლის 20 იანვარს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ანი წილი თურქეთში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ” ეკუთვნის. საქართველოში ხელმძღვანელი პირები კი არიან: თურქეთის მოქალაქეები, რაიფ საიგინი და ონურ სეზერი, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, გია ლომინაძე, ლაშა ხალვაში და დათო ჯაიანი.

შპს “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი” – 2018 წელს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჭელიძეა.

შპს “ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია” – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2010 წელს დაფუძნებული კომპანია “ტოიოტა ცუშო კორპორეიშენს” (იაპონია) ეკუთვნის, პრეზიდენტია იაპონიის მოქალაქე კოჯი მათსუნო.

შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” – 2010 წელს დაფუძნებული კომპანია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ საერთაშორისო ბიზნეს კომპანია “გრინფილდ ფაინენშიალ კორპს” ეკუთვნის. დირექტორია – მამია ბერიძე.

შპს “ჯეი თი აი კავკასუს” – კომპანია 2011 წელს დარეგისტრირდა და ის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას JT International Holding B.V ეკუთვნის. დირექტორია სერგეი ბუკსა (ბელარუსი-შვეიცარიის ორმაგი მოქალაქე).

შპს “ჯორჯიან მანგანეზი” – კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2010 წლიდან არის რეგისტრირებული. ის არის ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის” საკუთრებაში. დირექტორია ვოლოდიმირ ლოზინსკი (უკრაინის მოქალაქე), ხოლო სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი.

სს RMG Copper – 2020 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირ მშობელი კომპანიაა (99.6%-იანი საკუთრების წილით) შპს “მაინინგ ინვესთმენთს”-ი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ხოლო კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა “Eulachon Limited” მენის კუნძულზე რეგისტრირებული კომპანია. მასზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე არის დიმიტრი ტროიცკი.

სს “რუსთავის აზოტი” – 2016 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა საქართველოში, როგორც სააქციო საზოგადოება (შემდგომში „კომპანია“). კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზოტის სასუქების და ოქროს გამოტუტვის პროდუქტების წარმოებაა. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია სოდიუმის ციანიდი და ამონიუმის ნიტრატი, რომლებსაც ორმაგი დანიშნულება აქვს და გამოიყენება სოფლის მეურნეობასა და სამთო მრეწველობაში. კომპანიის მთავარი საექსპლუატაციო აქტივია რუსთავის აზოტის ქარხანა. 2020 წლისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს სს „EU Investments“ (შემდგომში „მშობელი კომპანია“), რომლის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის ბატონი ეფრემ ურუმაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close