საზოგადოება

ყავა ამცირებს თირკმლების მწვავე დაზიანების რისკს

ყავა ამცირებს თირკმლების მწვავე დაზიანების რისკს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, დღეში თუნდაც ერთი ფინჯანი ყავის მიღებით შეიძლება შემცირდეს თირკმლების მწვავე დაზიანების რისკი.

კვლევაში მონაწილოებდა 54 წლის საშუალო ასაკის მქონე 14 207 ადამიანი. 24 წლიანი პერიოდის განმავლობაში მათ 7-ჯერ ჩაუტარდა გამოკითხვა, რომელშიდაც მითითებული იყო რამდენ ფინჯან ყავას იღებდნენ ისინი ყოველდღიურად. მონაწილეთა 27% არასოდეს სვამდა ყავას, 14% ღებულობდა დღეში 1 ფინჯანზე ნაკლებ ყავას, 19%- დღეში ერთ ფინჯანს, 23% 2-3 ფინაჯანს ღებულობდა დღეში, 17% სვამდა დღეში 3 ფინჯანზე მეტ ყავას. მთელი პერიოდის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა თირკმლის მწვავე დაზიანების 1694 შემთხვევა.

ყავის უფრო მეტი რაოდენობით მიღებას უკავშირდება თირკმელების დაზიანების ნაკლები რისკი. დემოგრაფიული მაჩვენებელბის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ცხოვრების წესისსა და კვების რეჟიმის გათვალისწინებით, თირკმელების მწვავე დაზიანების რისკი 15% მცირე იყო იმ მონაწილეებში, რომლებიც ნებისმიერი რაოდენობით ყავას სვამდა. დამატებით თანმხლები დაავადებებისას, როგორიცაა არტერიული წნევა, სხეულის მასის ინდექსი, დიაბეტი და ჰიპერტენზია- აღნიშნული დაავადების განვითარების რისკი მცირედებოდა 11%-ით. ყველაზე მეტად რისკის შემცირება აღინიშნებოდა იმ ჯგუფში, რომელიც სვამდე 2-3 ფინჯან ყავას დღეში.

კვლევის ავტორების თქმით, ეს კავშირი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები ან/და კოფეინი აუმჯობესებენ თირკმლების ოქსიგენაციას, თირკმელების მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირების ხარჯზე, თირკმლის ფუნქციების შენარჩუნებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close