ეკონომიკა

ერთ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 76 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 76 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 139,720 მლნ დოლარით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი, 76,269 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.898 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.338 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის მაისის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.038 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 26.349 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის მონაცემებს, საგარეო ვალი 7.822 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 23.930 მლრდ ლარს შეადგენდა.

2022 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი – 772,557 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.223 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1.821 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), რომელიც მარტში კრედიტორების სამეულში იყო, ახლა მე-4 ადგილზეა და მის მიმართ ვალი – 771,689 მლნ დოლარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close