საზოგადოება

ადგილობრივი პროდუქტების ძირითად ნაწილზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაიზარდა – რა გვყოფნის და რა არა

ადგილობრივი პროდუქტების ძირითად ნაწილზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაიზარდა - რა გვყოფნის და რა არა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენს, კარტოფილს, ცხვრის და თხის ხორცს აქვს, ყველაზე დაბალი კი – ხორბალს.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ყურძნით თვითუზრუნველყოფა 173%-ს შეადგენს, კარტოფილით 115%-ს, ცხვრის და თხის ხორცით – 105%-ს, ხოლო, ხორბლით 22%-ს, რაც იმას ნიშნავს, ხორბლის 78%-ის იმპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2021 წლის მონაცემებს, პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ:

სიმინდი – 74% (წინა წელს 68% იყო)

კარტოფილი – 115% (წინა წელს 92%)

ბოსტნეული – 61% (2020 წელს -63%)

ყურძენი – 173% (2020 წელს -145%)

ხორცი – 51% (წინა წელს -49%)

მრპ- ს ხორცი – 83% (2020 წელს 80%)

ღორის ხორცი – 52% (წინა წელს 53%)

ფრინველის ხორცი – 37% ( 2020 წელს 33%)

რძე და რძის პროდუქტები – 81% (წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა)

კვერცხი – 98% (2020 წელს 97%)

ცხვრის და თხის ხორცი – 105% (2020 წელს 97%)

ხორბალი – 22% (წინა წელს 15%)

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია სიმინდის, კარტოფილის, ყურძნის, ხორცის, მრპს-ხორცის, ფრინველის ხორცის, კვერცხის, ცხვრისა და თხის ხორცის, ასევე ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზრდილია.

რაც შეეხება ბოსტნეულს და ღორის ხორცს, აღნიშნული პროდუქტებით თვითუზრუნველყოფა შემცირდა, ხოლო რძისა და რძის პროდუქტებს მაჩვენებელი მაჩვენებელი უცვლელია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close