დღის ამბები

როგორ ვებრძოლოთ შინაური ცხოველის ბეწვს, ექსკრემენტებსა და უსიამოვნო სუნს?

როგორ ვებრძოლოთ შინაური ცხოველის ბეწვს, ექსკრემენტებსა და უსიამოვნო სუნს?

შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებისას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ბევრი დიასახლისისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.

როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს შინაური ცხოველი და სახლის სისუფთავე, განსაკუთრებით მაშინ, თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ?

ბეწვის არასეზონური და გამუდმებული ცვენა ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს. შესაძლოა, ეს კვების ბალანსის დარღვევა ან ორგანიზმში საჭირო მიკროელემენტების დეფიციტი იყოს. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის ვეტერინარს უნდა მიმართოთ.

ბეწვის სეზონური ცვენა კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყება. გახსოვდეთ, რომ ეს დაავადება კი არა, ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დახმარებითაც ცხოველი ბეწვს იცვლის. ამ პროცესს ვერაფრით შეაჩერებთ, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ეფექტური მეთოდებით შესაძლებელია, მისი ინტენსივობა შეამციროთ და ცხოველსაც და საკუთარ თავსაც მდგომარეობა შეუმსუბუქოთ:

ა) კარგი იქნება, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბეწვის ცვენის პირველივე დღეებში დაბანთ, ბეწვს სპეციალური ბალზამით დაუმუშავებთ და გულმოდგინედ დავარცხნით. ამ პროცედურიდან 1-2 დღის განმავლობაში ბეწვის ცვენა ისევ ინტენსიური იქნება, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება.

გახსოვდეთ, მეგობრის ვარცხნას ყოველდღიურად 10-15 წუთს თუ გამოუყოფთ, მას კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარებით.

ბ) ძაღლი დროულად გაკრიჭეთ. ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, თუმცა უკეთესი იქნება, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ. ცხოველის გაკრეჭამდე ვეტერინართან დაადგინეთ, რომ ბეწვის ცვენა სეზონურია და რაიმე დაავადება არ არის.

გ) რბილი ავეჯისა და ხალიჩის ცხოველის ბეწვისგან გასაწმენდი მშვენიერი საშუალებაა ჩვეულებრივი მტვერსასრუტი (და არა – წყლის), სველი ღრუბელი ან წყალში დასველებული ჯაგრისი. კვირაში ორჯერ ხალიჩები და რბილი ავეჯი ამ საშუალებებით გაწმინდეთ და პრობლემა მოგვარდება.

დ) შინაური ცხოველის ბეწვთან ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება სკოტჩია. ამ შემთხვევაში ფართო, წებოვანი ლენტი ვიგულისხმეთ. წებოვანი ლენტის დახმარებით რბილი ავეჯიდან და ხალიჩიდან ბეწვის ნასახსაც გააქრობთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close