საზოგადოება

რომელი პროდუქტია სასარგებლო გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის

რომელი პროდუქტია სასარგებლო გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის

დიდი ბრიტანეთის მეცნიერების განცხადებით, კვლევების თანახმად დაგინდა, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის სასარგებლო აღმოჩნდა

დღეში ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი, რომელიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას.

გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ აზოტის ოქსიდის უფრო დაბალი დონე, რომელსაც ბუნებრივად გამოიმუშავებს ორგანიზმი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანრმთელობისთვის. გარდა სისხლის წნევის რეგულაციისა, მას ასევე გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.

მეცნიერებმა გაანალიზეს 114 ჯანმრთელი მოხალისეს მონაცემები. მათმა ნაწილმა გაიკეთა მუცლის ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინა სისხლძარღვებში ანთების დონის დროებით მომატებისათვის. მეორე ჯგუფს კანზე წაუსვეს კრემი, რომელიც ასევე იწვევდა მცირე ლოკალურ ანთებას. მონაწილეებს სთხოვეს მიეღოთ 140მლ ჭარხლის წვენი შვიდი დღის განმავლობაში. ნახევარი მათგანი სვამდა ნოტრატების მაღლი შემცველობის სასმელს, მეორე ნახევარი – ნიტრატების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ტიფით აცრილების ჯგუფში, რომელიც ღებულობდა ნიტრატებიან წვენს, აზოტის ოქსიდის მაჩვენებელი სისხლში, შარდსა და ნერწყვში მომატებული იყო სხვა მონაწილეებთან სედარებით. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჭარხლის წვენი ნიტრატების მაღალი შემცველობით, აღადგენს ენდოთელიუმს (სისხლძარღვების შიგნითა გარსის უჯედებს). ასევე ის აჩქარებს კანზე ბუშტუკების შეხორცებას.

სპეციალისტების აზრით, ჭარხლის წვენი ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას და გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close