ეკონომიკა

„ტექინსპექტირების ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – დავით მესხიშვილი ბიზნესის გადარჩენის გზებს ასახელებს

„ტექინსპექტირების ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია“ - დავით მესხიშვილი ბიზნესის გადარჩენის გზებს ასახელებს

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის მიერ  გაკეთებული განცხადების თანახმად, დღეისათვის საქართველოში ტექინსპექტირების ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა, პანდემია, მაღალი ინფლაცია და მომსახურების ფიქსირებული გადასახადი.

„დღეს ტექინსპექტირების ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რაც გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის იყო პანდემია, ასევე მაღალი ინფლაციაც. იმის გათვალისწინებით, რომ ტექინსპექტირების საფასური ფიქსირებულია, ფასების ზრდის ფონზე ბიზნესის დანახარჯი მნიშნველოვნად იზრდება. არსებული გადასახადი ბიზნესის ხარჯებს ფიზიკურად ვეღარ ფარავს. არსებულ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე კომპანია უკვე დახურვის პირას დგას. მათ შორის, არიან საკმაოდ ცნობილი ბრენდებიც“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

ამასთან, დავით მესხიშვილი არსებულ რეალობაში პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად მომსახურების ფიქსირებული გადასახადის გაზრდას ასახელებს.„არც ტექისპექტირების ბიზნესის სუბსიდია და არც ფასის მცურავი რეჟიმის შემოღება საერთაშორისო გამოცდილება არაა. საერთაშორისო გამოცდილებაა, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ ბიზნესის პრობლემებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო და მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. შედეგად შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ტექინსპექტირების მომსახურების ფიქსირებული მაჩვენებელი გაიზარდოს“, – განაცხადა ტრანსპორტისა და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close