დღის ამბები

გუნავების კლანის გავლენას მოქალაქეები აპროტესტებენ

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ჯუმბერ გუნავას თქმით , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ბრალდება რეგიონში კლანის არსებობაზე, უსაფუძვლოა. ასე გამოეხმაურა მოქალაქეების მიერ გამართულ აქციას ჩინოვნიკი , სადაც მოქალაქეები მას და მის „ დაჯგუფებას“ ადამიანთა ზეწოლაში ამხელდნენ და გუნავას კლანის წევრების სამსახურიდან განთავისუფლებას მოითხოვდნენ,
“დღეს ქვეყანაში რა პროცედურაც ტარდება და, საბოლოო ჯამში, წესრიგის დასამყარებლად ამ პირობებში გვიწევს მუშაობა … მოქმედი კანონმდებლობიდან, ჩემი უფლებამოსილების დონიდან გამომდინარე შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვარ გავლენიანი პირი -. მე და ჩემი მეგობრები და ნათესავები ვწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს სისტემაში. ჩვენ არაფორმალური გავლენა კი არ გვაქვს, ლეგალური, აბსოლუტურად კანონიდან გამომდინარე გვაქვს გავლენა ვიღაცას მოსწონს ეს ვიღაცას არა”, – თქვა გუბერნატორის მოადგილე გუნავამ მედიასთან.
უკვე მეორე დღეა მოქალაქეები ზუგდიდში საპროტესტო აქციებს მართავენ. მოქალაქეები მოითხოვენ პროკურატურა დაინტერესდეს ჩინოვნიკების საქმიანობითა და მათ მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ფაქტზე . კერძოდ ისინი ასახელებენ გუბერნატორის მოადგილეს ჯუმბერ გუნავას, მის მისი ბიძაშვილს და მარჯვენა ხელს სამეგრელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილეს გია გუნავას. წალენჯიხის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თედო შამუგიას და სამეგრელოს საფინანსო პოლიციის ქვე განყოფილების ხელმძღვანელის ნოდარ გუნავას
ჩემი შვილი უკვე ორი წელია ზუგდიდან წავიდა თავისი ოჯახით ერთადერთი მიზეზით რომ მისი ბიზნესი არ დაუთმო გუნავების კლანს, – ამბობს მედიასთან საუკრისას ნინო შურღაია.
გუნავების კლანმა ჯერ ხომ ჩემი საოჯახო ბიზნესი დაარბია, მერე წაგვართვა ყველა ცეხი რომელსაც ოჯახი ამუშავებდა და ბოლოს როცა წინაარმდეგობის გაწევა გადავწყვიტეთ ორჯერ სახლიდან მოტყუებით გამიყვანა მათმა ბანდამ და უმოწყალოდ მცემა. სად ვიჩივლო პოლიციაში სადაც გია გუნავა ? თუ გუბერნიაში სადაც მისი ბიძაშვილია ?- ამბობს ოთარ ბართაია.
– წალენჯიხაში ყველამ იცის თუ გინდა სამუშაო და იქ ცხოვრება ხარკი გუნავებს უნდა გადაუხადო, ხალხს მიწები წაართვეს მათმა კლანის წალენჯისი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ქალაქის ცენტრში ადამიანებს რომლებიც მხოლოდ სამართლიანდ აპროტესტებდნენ კლანის გავლენებს იცით რა გაუკეთეს ? ფეხები დაამტვრიეს და მერე პოლიცია გგონიათ რამეს აკეთებდა ? არა … უბრალოდ იდგა და ამ ცირკს და ტირანიას უყურებდა. ან ეს კლანი დასრულდება ან ბენზინს დავისხავ და ისე მოვიკლავ თავს…
გუნავების კლანზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც, უცნობია შეძლებს თუ არა მოსახლეობა მათ შეჩერებას. რადგან როგორც ჟურნალისტებითვის ხდება ცნობილი გუნავების კლანის გავლენები იმდენად დიდია რომ ის სამეგრელოს რეგიონს სცილდება და ცენტრალური ხელისუფლების გავლენით ქვეყნის მაშტაბზეა გასული.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბიზნესმენი რომელსაც სატყეო ბიზნესი აქვს, უმოწყაოდ ნაცემი იპოვნეს ბიზნესმენის განცხადებით მას გუნავების ჯგუფი შეხვდა და სწორედ ისინი გაუსწორდნენ ძალის მიერი მეთოდებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close