საზოგადოება

7 წლის გოგონა, რომელიც მარიუპოლიდანაა, გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას” სტაციონარში მოათავსეს

7 წლის გოგონა, რომელიც მარიუპოლიდანაა, გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას” სტაციონარში მოათავსეს

7 წლის ზლატა კორნიენკო, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდანაა, გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას” სტაციონარშია მოთავსებული. მშობლების თქმით, გოგონა შეუძლოდ მაშინ გახდა, როცა ოჯახი საქართველოში მოემგზავრებოდა.

გოგონას დედის თქმით, მგზავრობისას ბავშვს 40 გრადუსამდე ტემპერატურა ჰქონდა, სტეფანწმინდაში კი სხვა სიმპტომებიც დაემატა და კიდევ უფრო შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ბათუმისკენ მიმავალმა ოჯახმა გორის ბავშვთა კლინიკას მიმართა.

,,იავნანას“ ექიმის, ლია გოჩაშვილის განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

,კლინიკაში შემოყვანისას, ბავშვს აღენიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოთერმია, ბავშვის მშობლების ინფორმაციით, მგზავრობისას ფიქსირდებოდა მაღალი ტემპერატურაც. მშობლების თქმით, მგზავრობისას ადგილი ჰქონდა კვების რეჟიმის დარღვევას, ამასთანავე, ვარაუდობენ საკვებისმიერ ინტოქსიკაციას. გოგონას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მოთავსდა სტაციონარში, ამჟამად უტარდება ინფუზური თერაპია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი, დედის თანხლებით მოთავსებულია ინდივიდუალურ პალატაში, უზრუნველყოფილია კვებით და ყველა საჭირო სამკურნალო საშუალებით“, – განაცხადა ლია გოჩაშვილმა.

ბავშვი გამოჯანმრთელების შემდეგ, კორნიენკოს ოჯახი გორიდან ბათუმში გამგზავრებას გეგმავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close