საზოგადოება

“უკრაინას ეხმარები და იმას ვერ ხედავ, რამდენი მშიერი ბავშვია საქართველოში?” – ლადო აფხაზავა უკრაინისთვის 700 ათასი დოლარის შეგროვების გამო გააკრიტიკეს: რას პასუხობს პედაგოგი?

"უკრაინას ეხმარები და იმას ვერ ხედავ, რამდენი მშიერი ბავშვია საქართველოში?" - ლადო აფხაზავა უკრაინისთვის 700 ათასი დოლარის შეგროვების გამო გააკრიტიკეს: რას პასუხობს პედაგოგი?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბელ­მა პე­და­გოგ­მა ლადო აფხა­ზა­ვამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით 700 ათა­სი დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო. ინ­ფორ­მა­ცია “ბა­თუ­მე­ლებ­მა” გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა თან­ხა 39 ქვეყ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა და­რი­ცხა. ლადო ამ­ბობს, რომ ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დადო ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­დის და­ნა­ტო­ვარ ოქ­როს ბე­ჭედ­სა და იმ მო­ნე­ტას ყიდ­და, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლურ ჯილ­დო­ზე გა­და­ე­ცა.

“მას­წავ­ლებ­ლებ­მა 39 ქვეყ­ნი­დან და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ჩვენს მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და ეს თან­ხე­ბი. ბო­ლოს როცა შე­ვა­მოწ­მეთ ან­გა­რი­ში, 700 ათა­სი დო­ლა­რი იყო შეგ­რო­ვი­ლი“, – ამ­ბობს “ბა­თუ­მე­ლებ­თან“ ლადო აფხა­ზა­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა აფხა­ზა­ვა გა­აკ­რი­ტი­კა. ზო­გი­ერ­თმა იფიქ­რა, რომ ეს პო­პუ­ლიზ­მი იყო და მო­უ­წო­და აფხა­ზა­ვას ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ბავ­შვებ­ზე იფიქ­როს:

“გა­სა­გე­ბია, უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ იმას ვერ ხე­დავ რამ­დე­ნი მში­ე­რი და ავად­მყო­ფი ბავ­შვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა? ჯერ ჩვენ ბავ­შვებს მი­ხე­დეთ და მერე და­ეხ­მა­რედ სხვას. ეს პო­პუ­ლიზ­მი ღუ­პავს ქვე­ყა­ნას”.

“შე კაი ადა­მი­ა­ნო, თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლებს მი­ლი­არ­დე­ბი გა­აქვთ, თა­ვის ქვეყ­ნი­დან მი­დი­ან სა­გუ­ლა­ოდ სხვა ქვეყ­ნებ­ში – ეგ ფული გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს მო­ახ­მა­რე აქ ცო­ტაა”

“ფული შე­ნია, ვი­საც გინ­და იმას მოს­ცემ, მაგ­რამ შენს ქვე­ყა­ნა­ში და­ეხ­მა­რო ჯო­ბია, იმ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, იმ­დენ კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, რომ ისი­ნი არ და­გი­ფა­სე­ბენ ამას მარ­თლა, ახლა შენ გა­და­წყვი­ტე”.

“რავი, ბე­რამ რომ ამა­ზო­ნის ტყის­თვის $1 მი­ლი­ო­ნი გა­და­რი­ცხა, მა­შინ რა­ტომ არ გა­გახ­სენ­დათ ქარ­თვე­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი”

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას აფხა­ზა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით უპა­სუ­ხა, სა­დაც ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ წერს:

“სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა სხვის­თვის გაწ­ვდი­ლი ხელი გან­სჯის სა­გა­ნი ხდე­ბა. არ სა­ჭი­რო­ებს გან­მარ­ტე­ბას, მაგ­რამ მა­ინც… ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს შე­უძ­ლია ჩა­მო­ვი­დეს ლან­ჩხუთ­ში, ნა­ხოს ის 500 ბავ­შვი და მათი მშობ­ლე­ბი, ჰკი­თხოს რა მი­ი­ღეს ერთი რი­გი­თი მას­წავ­ლებ­ლის­გან. ნუ შეგშურ­დე­ბათ ომში მყო­ფი ქვეყ­ნის. მე ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვი­საც იმ­დენს ვა­კე­თებ, რამ­დე­ნიც შე­მიძ­ლია.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მოს­წავ­ლე სტი­პენ­დი­ას იღებს 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, უკვე 2 წე­ლია. ჩა­მო­დით და იკი­თხეთ იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ. უკვე მე­ო­რე გე­მით ჩა­მო­ტა­ნი­ლი ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა სა­ჩუ­ქა­რი და­ვუ­რი­გეთ ბავ­შვებს. მე ერთი რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და არ შე­მიძ­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ბევ­რი ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო. ისე, ვი­სურ­ვებ­დი, ამ კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი მა­შინ მდგა­რიყ­ვნენ ჩემს გვერ­დით,როცა მარ­ტო ვე­ზი­დე­ბო­დი ტვირთს ფო­თის პორ­ტში..” – წერს აფხა­ზა­ვა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close