ეკონომიკა

როგორია ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურება

როგორია ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურება

საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის მიერ გადახდილი ჯამური ანაზღაურება წლიურად 2.1 მლრდ ლარს უტოლდება. ამასთან, სექტორში საშუალო საათობრივი ანაზღაურება კი 5.1 ლარს შეადგენს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით ხდება ცნობილი.

საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელია. საქართველოში დაახლოებით 170,000 ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობაშია დასაქმებული, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს. მათ შორის, პირველადი მოხმარების საქონლის მსხვილ ადგილობრივ მწარმოებლებში, დისტრიბუციაში და რითეილერებში 30,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close