საზოგადოება

Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 124 დოლარს მიუახლოვდა

Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 124 დოლარს მიუახლოვდა

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. Brent-ის ტიპის საწვავი თბილისის დროით 10:00 საათზე 123,8 დოლარი ღირს, რაც შეეხება WTI-ის ფასს, ის ამ დროისთვის 122,2 დოლარად ივაჭრება.

ანალიტიკოსები ფასის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთიდან მოთხოვნის ზრდას ასახელებენ. ჩინეთის ექსპორტი წინა თვესთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპია იანვრის შემდეგ. ამასთან, ანალიტიკოსები უფრო მოკრძალებულ ზრდას ელოდნენ, კერძოდ – 8%-ით.

ჩინეთიდან შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში კოვიდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რამაც საშუალება მისცა ქარხნებს, განაახლონ მუშაობა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემდგომ ზრდაზე.

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ოთხშაბათს ქვეყანაში ნავთობის მარაგების ზრდის შესახებ განაცხადა, კერძოდ კი, გასულ კვირას 2,02 მილიონი ბარელით – 416,76 მილიონ ბარელამდე. თუმცა, ბენზინის მარაგი 812 ათასი ბარელით შემცირდა და 218,18 მლნ ბარელი შეადგინა.

ბენზინის მარაგის ვარდნა აშშ-ში საავტომობილო სეზონის დაწყების შედეგ დაიწყო, როდესაც საწვავზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია. ANZ-ის ანალიტიკოსების აზრით, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა შეერთებულ შტატებში დაახლოებით 19,5 მილიონი ბარელია დღეში, ბენზინზე კი – 8,98 მილიონი ბარელი დღეში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close