საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისგან აგარაკზე და ბუნებაში

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისგან აგარაკზე და ბუნებაში

ბუნებაში დასვენებისას, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაწლავის პარაზიტი მახვილასაგან დასნებოვნება, არ შეიძლება ფეხშიშველი სიარული და ბალახზე გადასაფარებელის გარეშე დაწოლა. ჰელმინთოზი ძალიან ვერაგია და შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურით, დიარეით, ლეიკოციტოზით, ეოზინოფილოზითა და გამონაყარით.

ბოსტანში მუშაობისას, აუცილებელია ხელთათმანების ჩაცმა. არ უნდა ვჭამოთ გაურეცხავი, ახალმოწყვეტილი ხილი და ბოსტნეული.

ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს პიკნიკზე ან თევზაობისას მომზადებული საკვები. კოცონზე ან ნახშირზე მომზადებული თევზი უსაფრთხოა, რადგანაც პარაზიტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იღუპება.

აგარაკზე ყოფნისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შინაურ ცხოველებს. ტყეში სეირნობისას, ჩვენმა ოთხფეხა ოჯახის წევრმა შეიძლება ცხოველების ფეკალიებით დაბინძურებული რამე შეჭამოს და პარაზიტებით დასნებოვნდენს. ამიტომ არ გავუშვათ ძაღლები უყურადღებოდ ტყეში სარბენად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close