საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ესტუმრნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამამთავრებელი კურსის იუნკრები ესტუმრნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს და სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საჩვენებელი სწავლება რამდენიმე კუთხით განხორციელდა. სამსახურის ბაზაზე წარმოდგენილი იყო სიმულაციები ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, სამთო-სამაშველო, ურბანული და მანქანის ხანძრის ქრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მოეწყო სამაშველო ბატუტის შესაძლებლობების დემონსტრირებაც. საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მიერ სიმულაციური სამაშველო ოპერაციის ჩატარების ჩვენებით დასრულდა.

საჩვენებელ სწავლებას სულ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 100-მდე იუნკერი დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მომავალმა ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close