საზოგადოება

გერმანიაში მატარებელი რელსებიდან გადავარდა | დაიღუპა 4 ადამიანი, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში მატარებელი რელსებიდან გადავარდა | დაიღუპა 4 ადამიანი, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, როდესაც რეგიონული სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა.

ხელისუფლების განცხადებით, 15 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს. სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მატარებელში 140 მგზავრი იმყოფებოდა.

პოლიციის ცნობით, ძირითადი სამუშაოები ხალხის ნანგრევებისგან გასათავისუფლებლად დასრულდა და ვაგონებიდან ყველა ადამიანი გამოიყვანეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close