დღის ამბები

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს თავად დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები ბუკინგემის სასახლის აივნიდან ადევნებდნენ თვალყურს.

ლონდონში, აღლუმის სანახავდ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მსოფლიო ლიდერები ელისაბედ მეორეს პლატინის იუბილეს ულოცავენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ დედოფალი 70 წლის განმავლობაში ხალხს შთააგონებს და გადამწყვეტ როლს თამაშობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის მხარდაჭერაში.

სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა საფრანგეთს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც, რომელმაც საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ალიანსისა და მეგობრობის მიმართ დედოფლის ერთგულება შეაქო.

დედოფალი ელისაბედი, ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქია. მისი კორონაცია 1953 წლის 2 ივნისს მოხდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close